Wednesday, April 27, 2011

აპრილი

აპრილი გაზაფხულის მეორე თვეა. აპრილი ულამაზესი თვეა, ყვავის უამრავი ყვავილი, ხეხილი. მერცხლებიც მოფრინდნენ თბილი ქვეყნებიდან, აჭიკჭიკდნენ საამურად და გაგვიხალისეს გული. ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია. ჰაერში გაზაფხულის საამო სურნელი ტრიალებს